ცესკოს თავმჯდომარის შეხვედრა ხანდაზმულ ამომრჩეველთან
ცესკოს თავმჯდომარემ დღეს ერთ-ერთი ხანდაზმული ამომრჩეველი ელენე აბაშიძე მოინახულა.
გიორგი კალანდარიშვილმა და ცესკოს პრეს სპიკერმა ნათია იოსელიანმა ხანდაზმულ ამომრჩეველს მიაწოდეს ინფორმაცია საარჩევნო პროცესში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვასთან დაკავშირებით, გადასატანი ყუთით სარგებლობის, ბიულეტენის შევსების წესის და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ.
როგორც ცესკოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაციის ტრადიციად იქცა, რომ საერთო არჩევნების წინ უწყების წარმომადგენლები სტუმრობენ უხუცეს ამომრჩეველს, რაც ხაზს უსვამს თითოეული ამომრჩევლის მონაწილეობის მნიშვნელობას. „ბუნებრივია, ფიზიკურად მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა უხუცესთან ფიზიკურად მისვლა შეუძლებელია, თუმცა ეს არის გზავნილი ყველა მათგანისთვის, რომ მათი არჩევნებში მონაწილეობა ისეთივე ღირებულია, როგორც სხვა ნებისმიერი ასაკობრივი ჯგუფისა თუ თაობის წარმომადგენლის“ - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
შეხვედრას ჩუღურეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თინათინ კალმახელიძე და კომისიის წევრი ირმა ფიდაშვილი ესწრებოდნენ.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
