ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება
ცესკოს წინასწარი შედეგების მიხედვით, მთაწმინდის ოლქში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
უფრო კონკრეტულად, ყველა უბნის მონაცემების დათვლის მიხედვით, მთაწმინდაზე "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლადო კახაძემ ხმების 41 % მიიღო, რაც რაოდენობრივად არის 6 036 ხმა. „ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" კანდიდატმა შალვა შავგულიძემ მიიღო ხმების 36,83%, რაც რაოდენობრივად 5 422 ხმაა.
მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში სულ 31 უბანი იყო გახსნილი და უკვე დათვლილია ყველა უბნის მონაცემები.
მთაწმინდის ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის დანარჩენი კანდიდატები, რომლებმაც ხმათა 1%-ზე მეტი მიიღეს, არიან: გერმანე საბო 4,76%, ლევან იოსელიანი - 6,55%, კობა დავითაშვილი - 2,91%, სოფიო ხორგუანი - 2,64%, გრიგოლ გეგელია -3,14%.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
