„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს
„კოალიცია ცვლილებისთვის“ საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობს. შესაბამისი განცხადება კოალიციის პირველმა ნომერმა ნანა მალაშხიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნები არის გაყალბებული, შესაბამისად, შედეეგბი არალეგიტიმურია.
„ჩვენ საკუთარ მანდატებზე ვამბობთ უარს“, - აღნიშნა მალაშხიამ განცხადებაში, რომელიც მან „კოალიცია ცვლილებისთვის“ პირველი ოცეულის სახელით გააკეთა.
ცესკო-ს წინასწარი შედეგების მიხედვით, საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ 53.93%-ით (1 118 796 ხმა) ლიდერობს. ცესკო-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის, 3111 უბნიდან დათვლილია 3109 უბანი, რაც უბნების რაოდენობის 99.936%-ს შეადგენს.
შედეგების მიხედვით „კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროა“ მეორე ადგილზეა, რომელმაც 11.03% (228 821 ხმა) მიიღო.
სიახლეები
- აფხაზეთიდან დევნილებს ქუთაისში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ
- "ჯორჯ სოროსი ციხეში უნდა ჩასვან, ის ცუდი კაცია" - დონალდ ტრამპი
- მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ინდიქტიონის ანუ ეკლესიური ახალი წლის დაწყებას აღნიშნავს
- "ნგრევა, რასაც სისხლში ამოსვრილი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ გვთავაზობს, არის გზა, რომელიც მომავალ თაობას შეიწირავს და საქართველოს პოლიტიკური რუკიდან გააქრობს"
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიამ 2025 წლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტები დააჯილდოვა