სახალხო დამცველი ცესკოს მოუწოდებს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მიეცეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ოკუპირებულ ტერიტორიებზე რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეებს მიეცეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, - ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
„ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აფხაზეთიდან დევნილ საქართველოს მოქალაქეებს სთხოვენ რეგისტრაციის ადგილის შეცვლას, რაც ნიშნავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მათი მისამართი აღარ იქნება მითითებული მათი რეგისტრაციის ადგილად.
საკითხის მოკვლევის შედეგად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირისთვის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის ოკუპირებულ ტერიტორიაზე შენარჩუნებას აქვს როგორც უფლებრივი, სამართლებრივი, ასევე, პოლიტიკური დატვირთვა, შესაბამისად, ასეთ პირებს არ სურთ მუდმივი საცხოვრებელი მისამართის შეცვლა. ამავე დროს სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რეგისტრაციის ტექნიკური საკითხი არ უნდა გახდეს მათთვის კონსტიტუციით გარანტირებული არჩევნებში მონაწილეობის უფლების შეზღუდვის საფუძველი, მითუმეტეს როცა ეს არჩევნები არის საერთო სახელმწიფოებრივი და არა ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაბამისად საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მოუწოდებს მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ადამიანის უფლებების დაფუძნებული მიდგომის და ნორმათა სისტემური განმარტების საფუძველზე, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობა და შეიყვანოს ასეთი პირების მონაცემები ერთიან საარჩევნო სიაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
სიახლეები
- ,,ვახტანგ გომელაური ქიმიკოსი არ არის, რომ 2007 წელს შეძენილი ფხვნილი გადაემოწმებინა"- ირაკლი კობახიძე
- ზელენსკის თვითმფრინავს ირლანდიაში ვიზიტისას დრონები აედევნენ
- ისრაელს მომავალ წელს „ევროვიზიაში“ მონაწილეობის უფლება მიეცემა
- სომხეთში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს არქიეპისკოპოსი, რომელიც, სავარაუდოდ, სექს-სკანდალში ფიგურირებდა
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს
