"არჩევნები შედგა" - ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა
ცესკო-მ არჩევნების მეორე ტური შეაჯამა.
საარჩევნო კომისიის წარმომადგენლის, გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, არჩევნებში მონაწილეობა 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო.
კალანდარიშვილმა საარჩევნო პროცესი შეაფასა, როგორც კონკურენტულ გარემოში ჩატარებული.
"მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტური დასრულებულია. მინდა მადლობა გადავუხადო ამომრჩეველს, რომელმაც იაქტიურა და გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. 1 025 406-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა ხმის მიცემის პროცესში.
არჩევნების პროცესი იყო საკმაოდ კონკურენტული. მიუხედავად ამისა იყო ხარვეზებიც, თუმცა საერთო ჯამში, არა მარტო ჩვენი შეფასებით, საუბნო საარჩევნო კომისიებში მისულ ამომრჩეველს დახვდა კოვიდუსაფრთხო და პროფესიულ დონეზე ორგანიზებული საარჩევნო გარემო.
მხოლოდ ცალკეულ უბნებზე, მცირე ხნით შეფერხდა საარჩევნო პროცესი, კონკრეტული ინციდენტების გამო, არჩევნები შედგა", - განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
