4 შვილის დედას დაემუქრნენ - ელენე ხოშტარია
ამომრჩეველზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ისაუბრა "დროას" თავმჯდომარემ, ელენე ხოშტარიამ გამართულ ბრიფინგზე. მისი თქმით, 4 შვილის დედას დაემუქრნენ, რომ თუ არჩევნებზე არ მივიდოდა, საჭმელს უფასოდ ვეღარ მიიღებდა.
"მინდა, ხაზი გავუსვა ერთ ფაქტს, დიღომში, პეტრიწის 9 ნომერში, უფასო სასადილოში პირდაპირ დაემუქრნენ 4 შვილის დედას, შშმ პირს დაემუქრნენ, რომ საჭმელს ვეღარ მიიღებს, თუ არ მივა არჩევნებზე. ამ ქალბატონს აქვს კოვიდი, ის არ მივიდა უბანზე ,"- თქვა ხოშტარიამ.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
