ქუთაისის საკრებულოში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ 18, ოპოზიცია კი - 17 მანდატს მიიღებს
ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ქუთაისის საკრებულოში ოპოზიციასთან შედარებით, სავარაუდოდ, მხოლოდ ერთი წევრის უპირატესობით იქნება წარმოდგენილი.
წინასწარი შედეგების მიხედვით, ქუთაისის საკრებულოში „ქართულ ოცნებას“ 18 მანდატი ექნება, მათგან 13 წევრს პარტიული სიიდან შეიყვანს, ხოლო 5 დეპუტატი მაჟორიტარული ოლქებიდან არის არჩეული.
რაც შეეხება დანარჩენ 17 მანდატს, ის სავარაუდოდ, შემდეგნაირად განაწილდება: „ნაციონალური მოძრაობა“ – 14 მანდატი (12 პარტიული სიით, 2 მაჟორიტარი),“გიორგი გახარია - საქართველოსთვის - 2 მანდატი, გიორგი ვაშაძის პარტია - 1 მანდატი.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
