იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ. კარუსელის შემთხვევა - გიორგი გოგუაძე
„იმერეთში სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ე.წ. კარუსელის შემთხვევა.
ქუთაისში 124-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ შემაჯამებელი ოქმი დღის დასაწყისში შეადგინა" , - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გიორგი გოგუაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ქუთაისში ძალიან მაღალი აქტივობაა.
„მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს ამომრჩევლებს და თითოეულ ქუთაისელს, რომ მოვიდნენ არჩევნებზე და გააკეთონ საკუთარი არჩევანი უკეთესი ქუთაისისთვის. არჩევნები მიმდინარეობს მნიშვნელოვანი პრობლემებისა და ხარვეზების ფონზე კერძოდ, სახეზე გვაქვს მოსყიდვისა და აგიტაციის ფაქტები უბნებზე, ასევე ფაქტია ე.წ. კარუსელის შემთხვევა. მათ შორის ყველაზე საგანგაშო იყო 124-ე უბანზე დაფიქსირებული მძიმე შეცდომა, როდესაც კომისიის წევრმა თავმჯდომარემ შეადგინა შემაჯამებელი ოქმი დღის დასაწყისში. თითოეული ჩვენი ამომრჩევლის ხმას დავიცავ ბოლომდე ამისათვის კი აქტიურად მუშაობენ ჩვენი წარმომადგენლები", - განაცხადა გიორგი გოგუაძემ.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი