არჩევნები ჩატარდება და "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს - ღარიბაშვილი
გუშინ ოპოზიციაში დაიწყეს აჟიოტაჟი. იციან, რომ ყველა მუნიციპალიტეტსა და ქალაქში სასტიკად მარცხდებიან.
მათ დაიწყეს საუბარი, ხომ არ გადავდოთო არჩევნები. ამისთვის მათ სახალხო დამცველის ინსტიტუტი გამოიყენეს და ქალბატონი ნინო დღეს გამოვიდა ინიციატივით, რომ იქნებ საგანგებო მდგომარეობა შემოვიღოთ, რათა მოხდეს არჩევნების გადადება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მესტიის მერობის კანდიდატის, კაპიტონ ჟორჟოლიანის წარდგენისას განაცხადა.
მისი თქმით, არჩევნების გადადება არის „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ შემუშავებული გეგმა, თუმცა მისივე თქმით, ამ პროვოკაციას მმართველი გუნდი არ წამოეგება და არჩევნები ჩატრდება.
„არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს. ჩვენ ყველა ქვეყნის გამოცდილება ვნახეთ. პანდემიის დროს, მაშინაც, როცა ვაქცინა ჯერ არ იყო შემოსული, არჩევნების გადადება არავის აზრადაც არ მოსვლია. ერთადერთმა დიქტატორმა, რომლის სახელს არ დავასახელებ, უბრალოდ გააუქმა არჩევნები. თუ „ნაცმოძრაობა“ და სააკაშვილი ამას გვთავაზობენ, ჩვენ არ გაგვიკვირდება, რადგან ვიცით, ეს მათი ხელწერაა“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
