მალხაზ მაჩალიკაშვილი მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება
პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი ახმეტის საკრებულოს არჩევნებში იღებს მონაწილეობას, სადაც სოფელ დუისის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება.
მაჩალიკაშვილი არჩევნებზე გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავა. მისივე თქმით, მას ყველა ოპოზიციური პარტიის მხარდაჭერა აქვს.
"დამოუკიდებლად კენჭისყრაზე უარი მქონდა ნათქვამი, არ ვაპირებდი. შემდეგ, მთელი ძალისხმევის შემდეგ (სოფლიდან) ვერცერთმა გაბედა ოპოზიციის მხრიდან წასულიყო კანდიდატად და ასე თუ ისე, იძულებული გავხდი თვითონ დავმდგარიყავი. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს ნაციონალური მოძრაობა იქნება, ლეიბორისტები, ლელო, თუ ნებისმიერი, ჩემთვის მთავარია, ქართულ ოცნებას შევებრძოლო. გაერთიანებული ოპოზიციიდან, 5 ნომრით გავალ. ყველა პარტიის მხარდაჭერა მაქვს გარდა ქართული ოცნებისა", - განაცხადა მაჩალიკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთან".
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
