ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ არჩევნების მეორე ტურის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. კომისიის თავმჯდომარის, ლარინა ლალიაშვილის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ზაზა ლომინაძემ 29 867 ხმა მიიღო, რაც 91,92 პროცენტია.
„ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 2 627 ხმა-8,08 პროცენტი მიიღო.
რაც შეეხება მერობის კანდიდატებს „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა 29 914 ხმა-92 პროცენტი, ხოლო გრიგოლ შუშანიამ 2 590 ხმა-რვა პროცენტი მიიღო.
არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობა 33 823 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 21,85 პროცენტია.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში გუშინ ხუთი საჩივარი შევიდა. მათი ავტორი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
