“ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფაა – ამ კუთხით სავალუტო ფონდისგან საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ” - ნათია თურნავა
საერთაშორისო სავალუტო ფონდის 2025 წლის IV მუხლით გათვალისწინებული მისიის დასრულებასთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული ბანკის სათავო ოფისში, შემაჯამებელი შეხვედრა და ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა. 2025 წლის 21 მაისიდან 4 ივნისამდე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ, ალეხანდრო ჰაჟდენბერგის ხელმძღვანელობით, საქართველოსთან 2025 წლის IV მუხლით გათვალისწინებული კონსულტაციები გამართა.
სსფ-ის მისიის შემაჯამებელი შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებები გააკეთეს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა.
ნათია თურნავამ თქმით, როგორც სავალუტო ფონდის დასკვნაშიცაა აღნიშნული, ეროვნულმა ბანკმა უნდა გააგრძელოს და შეინარჩუნოს კარგად მართული ინფლაციური მოლოდინები, რაც სებ-ის მთავარი პრიორიტეტია.
„მოგეხსენებათ, ეროვნული ბანკის მთავარი ფუნქცია ფასების სტაბილური დონის შენარჩუნება და ასევე, ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხელშეწყობაა და ამ კუთხით, საკმაოდ დადებითი შეფასებები მივიღეთ. თუმცა, რა თქმა უნდა, აღნიშნული არის გარკვეული რისკები და გამოწვევები, რაზეც ჩვენ გავაგრძელებთ და გავაძლიერებთ მუშაობას. სავალუტო ფონდის პროგნოზითაც, წელს საშუალო ინფლაცია 3,4% -ის დონეზე დარჩება, 2026 წელს კი თავის მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა ფასების სტაბილურობაზე. მისი შეფასებით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს.
მისივე განმარტებით, მისასალმებელი და აღსანიშნავია, რომ სავალუტო ფონდის დასკვნაში ხაზგასმულია სებ-ის ძალისხმევაზე ლარიზაციის მიმართულებით.
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
