"ეკონომიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში მაისის ბოლოს" – ნათია თურნავა
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას ინფორმაციით, მაისში საქართველოში სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტია დაგეგმილი.
მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა.
„სავალუტო ფონდი ჩვენი ტრადიციული პარტნიორია. ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ გაჩნდა საქართველოში. რა თქმა უნდა მათთან თანამშრომლობა ჩვენთვის არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, გვინდა თუ არა ჩვენ ბიუჯეტისთვის მათგან ვისესხოთ და ბოლო პერიოდში ჩვენ ეს აუცილებლობა არ დაგვდგომია, მაგრამ მთლიანობაში ზოგადად სანდოობისთვის, ბიზნესის თვალში, ინვესტორების თვალში ყოველთვის კარგია, როდესაც სავალუტო ფონდი არის ძლიერად წარმოდგენილი ქვეყანაში. მე გავაკეთე ეს კომენტარი და აქაც განვმეორდები, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა არცერთი წუთით არ შეწყვეტილა, მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა სამწუხაროდ იყო დაპაუზებული, მაგრამ მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს სხვა ფორმის თანამშრომლობა. წელს არის იგივე ე.წ მეოთხე მუხლის მისია ეს პროგრამა. ეს მისია ჩვენ გვესტუმრება უახლოეს დღეებში და იქაც ვიმსჯელებთ ყველაფერზე. მაისის ბოლოს ველით სავალუტო ფონდის მისიას საქართველოში, სადაც ყველაფერზე შეგვეძლება საუბარი. ტექნიკური დახმარების პროგრამები მათთან არ შეჩერებულა. მათ შორის, ეროვნული ბანკიც სარგებლობს უამრავი ტექნიკური დახმარების პროგრამით. მათ შორის, კიბერ უსაფრთხოებით დაწყებული და საბანკო ზედამხედველობის საკითხებით დამთავრებული. ანუ ეს მჭიდრო თანამშრომლობა სულ გრძელდება. პროგრამაზე ვისაუბრებთ, როდესაც მისია ჩამოვა. ასეთი რაღაცაც ითქვა ჩვენი მხრიდან და ვფიქრობ, რომ გაგებით იყო ეს მოსმენილი, რომ ჩვენ ვიდრე ახალ პროგრამაზე ვისაუბრებთ აუცილებლად უნდა შევაფასოთ ეს დაპაუზებული ფორმალურად მიმდინარე პროგრამის მდგომარეობა. რა ღია საკითხები იყო და რა შესრულდა შემდეგ. იმიტომ, რომ მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა იყო დაპაუზებული ჩვენ მაინც ვაგრძელებდით როგორც აღმასრულებელი ხელისუფლება ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, ასევე ეროვნული ბანკი ამ პროგრამის მიხედვით მუშაობას. რა შესრულდა, რა დარჩა ღია იმისთვის რომ ეს საკითხები აღარ დაუდგეს წინ ჩვენს შემდგომ თანამშრომლობას.
სიახლეები
- “ვლადიმერ პუტინმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ირანის წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო ქმედება დაგმეს და საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტის მიმართ მხარდაჭერა გამოხატეს” - კრემლი
- სამარხვო ბლინები
- წვიმა, სეტყვა, ძლიერი ქარი – საქართველოში მოსალოდნელი ამინდის პროგნოზი
- “კვლევის მიხედვით, ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობენ, რომ არჩევნებში უნდა მიიღონ მონაწილეობა; თუ ასეა, საფუძველი გვაქვს, ვიფიქროთ, რომ ადამიანებს რევოლუციის სცენარი არ მოსწონთ” – ვოლსკი
- “ჯერ გარეთ დაგვასისხლიანეს, სასიკვდილოდ გაგვიმეტეს, მერე შეგვათრიეს სამმართველოს შენობაში, ოღონდ ჯერ ეზოში დერეფანს მოაწყობდნენ, სადაც 40 ადამიანი იდგა ხელკეტებით და სათითაოდ ყველა გვირტყამდა” - დაჩი ცაგურია 2009 წლის 15 ივნისის დარბევაზე