"პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობამ 1 402 000 შეადგინა, რაც რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია" - ლევან დავითაშვილი
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, წელს, პირველ კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე, გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14.0 პროცენტი შეადგინა.
ლევან დავითაშვილის შეფასებით, აღნიშნული მაჩვენებელი თანხვედრაშია მთავრობის მიერ გატარებულ ეკონომიკურ პოლიტიკასთან.
„2024 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდა საკმაოდ შთამბეჭდავი იყო. ამ ზრდიდან გამომდინარე, დასაქმებაში გვაქვს გაუმჯობესება. ეს პირდაპირ აისახა დასაქმების მაჩვენებელზე და უმუშევრობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით ოთხი პროცენტული პუნქტით შემცირდა, რაც ისტორიულ მინიმუმს შეადგენს“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ამასთან, მინისტრის განმარტებით, საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, აღნიშნულ პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა 130 ათასით გაიზარდა და ასევე რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი – 1 402 000 შეადგინა.
საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში ქვეყენაში შემცირდა უმუშევართა რაოდენობა 50.6 ათასი ადამიანით, შესაბამისად, უმუშევართა რაოდენობის მინიმუმი – 228.6 ათასი დაფიქსირდა. უმუშევრობის დონე 4.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული როგორც ქალებში, ასევე კაცებში. ქალებში – 11.1 პროცენტს, ხოლო მამაკაცებში 16.3 პროცენტს უტოლდება.
„ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ გაიზარდოს დასაქმება, შემცირდეს უმუშევრობა და ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყანაში გვაქვს, პირდაპირ აისახოს ჩვენს მოქალაქეებზე“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
სიახლეები
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს
- "უფალმა ილია მეორე მოავლინა მარტო კაცად და უბრუნდება მთელი ერით - ასე ხილულად, ასე ერთად, ასე გამთლიანებულად, როგორც ეს ამ დიდებულ დღეებში გაცხადდა"
- "გამხნევდით ძმანო და შვილნო, თქვენი პატრიარქი და მამა არ მომკვდარა, არამედ სძინავს, სწორედ პატრიარქ ილიაზეა ნათქვამი: „მკვდარი ცოცხალია“, რამეთუ მართალი მკვდარნი ცოცხლობენ"
- "ილია მეორის მოღვაწეობა გამოირჩეოდა სიბრძნითა და მაღალი მორალური ავტორიტეტით, რამაც მას უდიდესი პატივისცემა მოუტანა როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ"
