"კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს" - ნათია თურნავა
კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან კომერციული სექტორი ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით, – ასე უპასუხა ჟურნალისტებს კითხვას, აქვთ თუ არა ბანკებს რაიმე ბერკეტი, თავისით მიიღონ გადაწყვეტილება და არ დაემორჩილონ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ.
მისი თქმით, არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი.
„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგანაც კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით. მინდა განვმარტო, რომ ჩვენც ცალსახად ვასრულებთ და ვაგრძელებთ საერთაშორისო სანქციების აღსრულებას. არის ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული დებულებები, რომლებიც არ არის საერთაშორისო სანქციების ნაწილი. სრულ უნისონში ვართ საფინანსო სექტორთან, საქართველოს კომერციულ ბანკებთან, ისინიც და ჩვენც ვასრულებთ საერთაშორისო სანქციებს“, – განაცხადა თურნავამ
სიახლეები
- "არანაირ პოსტ რევოლუციურ არეულობას ადგილი არ ექნება" - მიხეილ სააკაშვილი
- ძილი და წონაში დაკლება: 6 საუკეთესო სასმელი ღამით წონის დასაკლებად
- "მაქსიმალურად მკაცრები ვიქნებით კანონის აღსრულების კუთხით ნებისმიერი ფორმის ექსტრემიზმის მიმართ, ეს საჭიროა, რათა საზოგადოება და ქვეყანა სწორად განვითარდეს "
- "ვლადიმერ პუტინმა იმედი გამიცრუა" - დონალდ ტრამპი
- ცესკოს თავმჯდომარე საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიებს მიმართავს