სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში 10-წლიან მინიმუმზეა
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ კვლევით, სოფლის მეურნეობის გამოშვება 2010 წლიდან თითქმის გაორმაგდა და 6 მლრდ ლარს მიაღწია 2021 წელს. თუმცა, ეს განპირობებული იყო ფასების ზრდით და რეალური გამოშვება (დაკორექტირებული ფასების ცვლილებით) მხოლოდ 20%-ით არის გაზრდილი იგივე პერიოდში.
გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის წილი ეკონომიკაში, სულ მცირე, 10-წლიან მინიმუმზეა და 2021 წლისთვის 7%-ს შეადგენს.

კვლევის თანახმად, 2010-2020 წლებში, სოფლის მოსახლეობის რაოდენობა 8%-ით, 1.52 მლნ. ადამიანამდე შემცირდა და ურბანიზაციის მაჩვენებელი 41%-მდე ჩამოვიდა.
„გამოშვების ზრდა და სოფლად მცხოვრები ადამიანების რაოდენობის შემცირება ეფექტურობის მცირე ზრდაზე მეტყველებს. თუმცა, ამ დრომდე სოფლის მეურნეობაში ეფექტურობა დაბალია, რაც ზრდის მოსახლეობის დამოკიდებულებას იმპორტირებულ საკვებზე. სოფლის მეურნეობაში, ბიზნეს სექტორში დასაქმებული ადამიანები 2020 წელს 12,286 იყო და დაქირავებულთა რაოდენობა 11,174, რაც საკმაოდ მცირე მაჩვენებელია სოფლად მცხოვრებთა ამ რაოდენობის პირობებში“, - წერია კვლევაში.
პირველადი მოხმარების საქონლის მსხვილმა მწარმოებლებმა 2020 წელს, დაახლოებით, 1 მლრდ ლარის შემოსავალი მიიღეს, წმინდა მოგებამ კი 53 მლნ ლარი შეადგინა. უნდა ვთქვათ, რომ მწარმოებლების ფასნამატი დაახლოებით 30%-ს შეადგენს წარმოებულ საქონელზე, რაც ხარჯების დასაფარად მიემართება.
მსხვილი მწარმოებლები 5,000-ზე მეტ ადამიანს ასაქმებდნენ და საშუალო ხელფასი 2020 წელს 1,000 ლარს აჭარბებდა. თუმცა, ხელფასები საკმაოდ განსხვავდება დამსაქმებლების მიხედვით და გარკვეულ შემთხვევებში 500-800 ლარის ფარგლებში მერყეობდა.
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
