გაუფასურდება თუ არა ლარი?
"TBC კაპიტალმა" მთავარი ეკონომისტისგან ყოველკვირეული განახლება გამოაქვეყნა.
დოკუმენტში კვირის სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად საუბარია უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი?
"უნდა გაუფასურდეს თუ არა ლარი? ისტორიული კავშირის მიუხედავად, ჩვენი აზრით აუცილებლად არა, შემდეგი არგუმენტების გამო: პირველი, ლარის ჯამური საშუალო კურსი ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებთან მიმართებით არ გამყარებულა, რადგან სხვა ვალუტებს ლირასაგან განსხვავებული დინამიკა ჰქონდა. მეორე, თურქეთში მაღალი ინფლაცია ლირის გაუფასურებას მნიშვნელოვანწილად აკომპენსირებს. მესამე, ლარს ლირასთან მიმართებით გრძელვადიანი გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა სადღეისოდ ლარი უფრო მეტად არის გამყარებული. მეოთხე, მართალია ლარი/ლირას დინამიკას თურქეთსა და საქართველოს სავაჭრო ბალანსზე ზეგავლენა აქვს, მაგრამ იაფი თურქული იმპორტი უფრო მეტად სხვა ქვეყნებიდან შემოსულ იმპორტთან არის კონკურენციაში, ვიდრე ადგილობრივ მწარმოებლებთან და, შესაბამისად, ასეთ დროს ჯამური სავაჭრო ბალანსის გაუარესება არ ხდება. ამასთან, სავაჭრო ბალანსზე ეკონომიკის ზრდა უფრო მოქმედებს, ვიდრე გაცვლითი კურსი. მეხუთე, ჩვენ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ წლევანდელი სავალუტო შემოდინებები აჭარბებს გადინებებს და მეექვსე, თუმცა შესაძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი - უკვე არსებული ძალიან მაღალი ინფლაციის გათვალისწინებით, არ ვფიქრობთ, რომ ლარის დამატებით გაუფასურების აპეტიტი არსებობდეს",- ვკითხულობთ "TBC კაპიტალის" ანგარიშში.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
