ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო დროებით მუშაობას წყვეტს
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხანა და ჭიათურის მაღარო მუშაობას 4 თვით წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
მათივე განმარტებით, გაჩერების მიზეზი, სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რასაც თან მადნის დეფიციტიც დაერთო.
„ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში მიმდინარე წლის პირველი ნოემბრიდან 2025 წლის პირველ მარტამდე დროებითი მართვის რეჟიმი იმოქმედებს – სრულად გაითიშება საწარმოო სიმძლავრეები და შეჩერდება ფეროშენადნობების წარმოების პროცესი. ამ პირობებში, ჩვენს თანამშრომლებს ხელფასის 60%-ს გადავუხდით და სრულად შევუნარჩუნებთ საოჯახო სადაზღვევო პაკეტს. თანამშრომლების იმ ნაწილს კი, რომლებიც მიმდინარე და დაგეგმილ კაპიტალურ სარემონტო სამუშაოებში ჩაერთვებიან, ხელფასის 100%-ს ავუნაზღაურებთ. გადაწყვეტილების მიზეზი მსოფლიო ბაზარზე სილიკომანგანუმის ფასების მკვეთრი ვარდნა და მოთხოვნის შემცირება გახდა, რაც უკვე ორი წელია გრძელდება. გართულებულ პირობებს კი თან დაერთო მადნის დეფიციტი. ჩვენმა კონტრაქტორმა „ჭიათურა მენჯმენტ კომპანიმ“, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ, 8 თვის განმავლობაში, მაღაროების პიკეტირების გამო, ვერ უზრუნველყო ქარხნის მადნით მომარაგება. 12-დან 7 მაღაროს პარალიზებით ჭიათურაში მადნის მოპოვება 70%-ით შემცირდა. ფეროშენადნობების მსოფლიო ბაზარზე შექმნილი კრიზისის გამო, სილიკომანგანუმის წარმოება ჯერ კიდევ 2 ოქტომბრიდან შევამცირეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში, ჩვენს მთავარ საექსპორტო ბაზარზე აშშ-ში აღარ მომხდარა ფეროშენადნობების რეალიზაცია. მიუხედავად შექმნილი ვითარებისა, ვიმედოვნებთ, რომ გლობალურ ბაზრებზე მდგომარეობა მალე გამოსწორდება და შევძლებთ სამუშაო პროცესის დათქმულ ვადაზე ადრე აღდგენას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.
სიახლეები
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი
- “პოლიციელისთვის არა თუ ხელის დარტყმა, უხეში სიტყვის თქმაც კი დემოკრატიულ ქვეყნებში სერიოზული სასჯელის წინაპირობა ხდება” - გია ვოლსკი მზია ამაღლობელზე
- შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტებისათვის ისტორიის, მათემატიკის, გეოგრაფიისა და ზოგადი უნარების გამოცდების პირველად შედეგებს აქვეყნებს
- მზია ამაღლობელის პროცესს ევროკავშირის, საფრანგეთის, შვედეთის, გერმანიის, ჩეხეთის, ნიდერლანდების, პოლონეთისა და ლიეტუვას საელჩოს წარმომადგენლები, ასევე აქციებზე დაკავებული პირების მშობლებიც ესწრებიან
- “27 მაისიდან დღემდე ღაზაში საკვების მიღების მცდელობისას სულ მცირე 1 373 პალესტინელი დაიღუპა” - გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი