"ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციებისთვის" - ილია დარჩიაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშში საქართველოს შესახებ გაკეთებულ ჩანაწერს გამოეხმაურა.
მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, სადაც ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა საინვესტიციო გარემოს, საინვესტიციო კლიმატს, რომელზეც ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს მთავრობა.
„სწორედ უსაფრთხო გარემო და უსაფრთხო ქვეყანა არის უცხოური ინვესტიციების მთავარი კომპონენტი, მთავარი მიმზიდველობა. შესაბამისად, ეს არის მორიგი დადასტურება იმისა, რაზეც საქართველოს მთავრობა და მთავრობის მეთაური საუბრობენ - რომ ჩვენი ქვეყანა არის უსაფრთხო ნებისმიერი ინვესტიციებისთვის. ძალიან საინტერესო გზავნილები იყო ამ დოკუმენტში", - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.
ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განმარტა, რომ საქართველოს მთავრობა განაგრძობს აქტიურ მუშაობას იმისთვის რომ კიდევ უფრო გაძლიერდეს ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები.
„ეს არის ჩვენი ეკონომიკური კეთილდღეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, ეს კი, თავის მხრივ, პირდაპირ კავშირშია ჩვენი ხალხისა და მოსახლეობის კეთილდღეობასთან", - აღნიშნა დარჩიაშვილმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
