"როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის"
როგორც ბევრი თქვენგანი, მეც ვლოცულობ უკრაინელი ხალხისთვის, - ასე გამოეხმაურა ჰოლივუდის ვარსკვლავი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის სპეციალური დესპანი ანჯელინა ჯოლი უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ომის პერიოდში იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვა უზრუნველყოფილი იყოს.
„ჩემი, ისევე როგორც გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიდან ჩემი კოლეგების ფოკუსი არის, რომ ყველაფერი გაკეთდეს, რათა უზრუნველყოფილი იყოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა პიროვნული და ადამიანის საბაზისო უფლებების დაცვა. ჩვენ უკვე ვნახეთ განცხადებები მსხვერპლის შესახებ და ცნობები, რომ ადამიანებმა უკვე დაიწყეს საკუთარი სახლების დატოვება უსაფრთხოების საძიებლად. ძალიან ადრეა იმის სათქმელად, თუ რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ამ მომენტის მნიშვნელობა უკრაინელი ხალხისთვის და საერთაშორისო სამართლისთვის შეუძლებელია იყოს გადაჭარბებული,“- განაცხადა ანჯელინა ჯოლიმ „ტვიტერის“ გვერდზე.
სიახლეები
- 4 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი
- "დიდი შეცდომა დავუშვით „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, დესოვეტიზაციის ბევრად რადიკალური ზომები რომ არ გავატარეთ"
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 4 თებერვლისთვის
- პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- "ნიდერლანდების საელჩომ უნდა გააცნობიეროს, რომ დეზინფორმატორების დაფინანსებით საერთაშორისო სამართალს არღვევს"
