„ისრაელში ძალიან ბინძური რამ მოხდა - ევროვიზიაზე ემიგრანტები მოგვატყუეს“ - რას ყვება ქართველი ემიგრანტი ისრაელიდან
„პრაიმტაიმს“ ისრაელიდან ემიგრანტი, ნინო მაზმიშვილი დაუკავშირდა, რომლის თქმითაც, გუშინ, ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მათ ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეაცვლევინეს.
მისივე თქმით, ეს იმ მხარდაჭერას უკავშირდება, რომელსაც ისრაელში ქართველი ემიგრანტები ოთო ნემსაძის მიმართ გამოხატავდნენ.
„ისრაელში ძალიან ბინძური რამ მოხდა. ევროვიზიისთვის ემიგრანტებს მოგვატყუეს. ტელეფონის ოპერატორი და ნომრები შეგვაცვლევინეს და გვითხრეს, რომ ხმის მიცემა მხოლოდ ერთი ოპერატორიდან იყო შესაძლებელი. 160 ბარათი ვითომ გვაჩუქეს. ჩავრიცხეთ 40 შეკელი, ანუ თითო ბარათზე დაახლოებით 11$. სულ 3200 სმს შევიძინეთ და მხოლოდ ხმის მიცემის მომენტში გაირკვა, რომ ეს ოპერატორი ევროვიზიაზე მოქმედი არ იყო, ანუ 7070 დაიბლოკა. ეს იყო შეგნებულად გაკეთებული. ეს ზუსტად იმ აქტივობისა და მხარდაჭერის გამო იყო, რასაც ოთოს მიმართ გამოვხატავდით,'' - განგვიცხადა ნინო მაზმიშვილმა.
ის იმ ბარათის ფოტოსაც გვიგზავნის, რომელიც ოთოს აჩუქეს. ემიგრანტებმა კი თანხა ჩარიცხეს. საბოლოოდ კი, აღმოჩნდა, რომ ეს ოპერატორი რეგისტრირებული არ იყო.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე