ზღვის დონე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, მილიონობით ადამიანს საცხოვრებლის შეცვლა მოუწევს
ზღვის დონე დედამიწაზე მოსალოდნელზე მეტად აიწევს, BBC-ს ინფორმაციით, მეცნიერებს ვარაუდის საფუძველს გრელანდიისა და ანტარქტიკის სწრაფი დნობა აძლევს.
წლების განმავლობაში ვარაუდობდნენ, რომ 2100 წლისთვის ზღვის დონე 1 მეტრით მოიმატებდა, თუმცა ახალი კვლევის თანახმად, რომელიც მეცნიერების მოსაზრებების მიხედვით არის მომზადებული, ეს მაჩვენებელი, შესაძლოა, გაორმაგდეს.
ზღვის დონის მატების გამო კი მილიონობით ადამიანი იძულებული გახდება, საცხოვრებელი ადგილი შეიცვალოს.
კვლევის ავტორების თქმით, ყინულის დნობა პლანეტაზე ძალიან დიდ გავლენას მოახდენს. მათი გამოთვლით, დედამიწა დაახლოებით 1.79 მლნ კილომეტრის მოცულობის ხმელეთს დაკარგავს. წყლით კი უმეტესად დაიფარება ტერიტორიები, რომელიც მოსავლის მოყვანისთვის საუკეთესოა - მაგალითად, ნილოსის დელტა.
წყლის დონის მატების შედეგად ბანგლადეშში ცხოვრება შეუძლებელი იქნება. მეცნიერების ვარაუდით, საფრთხის ქვეშ დადგება ისეთი დიდი ქალაქები, როგორიცა ლონდონი, ნიუ-იორკი და შანხაი.
სიახლეები
- "ვის წარადგენენ ხაზარაძე და გახარია თბილისის მერობის კანდიდატად?!" - პაატა ზაქარეიშვილი
- "გაისად, 1700 წელი სრულდება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან - განსაკუთრებით ვემზადებით აღსანიშნად" - მეუფე შიო
- მაკიაჟი ზაფხულისთვის: როგორ გამოიყურებოდეთ შეუდარებლად სანაპიროზე?
- "რეჟიმი თქვენ წინაშე გაშიშვლდა" - სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელს და ნინო დათაშვილს
- "ლელო" თაღლითების პარტიაა, „თაღლითების პარტიის" წევრობა და მხარდაჭერა კი თაღლითობაში თანამონაწილეობაა" - შალვა პაპუაშვილი