2019 წელს საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი იქნება
2019 წელს საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება, - ამის შესახებ წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორმა მედეა მეტრეველმა გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.
მისი განცხადებით, ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა ამ მხრივ წარმატებული გამოცდილება იყო. „ანბანით მოთხრობილი ამბავი“ მილიარდ მომხმარებლამდე მივიდა და მას 35 მილიონი ევროს ღირებულების გაშუქება ჰქონდა მხოლოდ ბეჭდურ და ონლაინ მედიაში, რაშიც საქართველოს ერთი თეთრიც არ გადაუხდია.
„საქართველომ ჩაატარა ყველაზე დიდი კულტურული ღონისძიება საზღვრებს გარეთ უკანასკნელი წლების განმავლობაში: 450-ზე მეტი ღონისძიება ჩატარდა 40-მდე გერმანულენოვან ქალაქში, 70-ზე მეტმა მწერალმა იმოგზაურა სხვადასხვა ქალაქში, გამოიცა ძალიან ბევრი წიგნი“, - განმარტა მედეა მეტრეველმა.
საქართველოს საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე 9-14 ოქტომბერს ქართული წიგნის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით განხორციელდა.
წყარო : imedinews.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
