პოლარული დათვები მიტოვებულ შენობაში - შთამბეჭდავი ფოტოები
რუსმა ფოტოგრაფმა ფოტოების მომხიბვლელი სერია გადაიღო, რომლებშიც პოლარული დათვებია ნაჩვენები. დათვები რუსეთსა და ალასკას შორის მდებარე კუნძულზე არსებული მეტეოროლოგიური სადგურის მიტოვებულ შენობებში ბინადრობენ.
ფოტოგრაფ დმიტრი კოხის თქმით, ეს ტერიტორია ხელშეუხებელია და ის დროში ჩაკარგული სოფლებით, მრავალფეროვანი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა. მან აქ 2021 წლის სექტემბერში იმოგზაურა, რათა პოლარული დათვები გადაეღო:
"ჩუკოტკის სანაპირომდე არმისული, კოლიუჩინის კუნძულს რომ მივუახლოვდით, მიტოვებული სახლი შევნიშნეთ, რომლის ფანჯრებს მიღმა რაღაც მოძრაობდა. როცა მივუახლოვდით, მივხვდით, რომ დათვები იყვნენ."
მეტეოროლოგიური სადგური 1992 წლამდე ფუნქციონირებდა, მას შემდეგ კი, პოლარულმა დათვებმა მიისაკუთრეს მიტოვებული შენობები.
წყარო: petapixel







სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
