"რძალი დედამთილის სურათს სასაფლაოზე მარხავდა"
"იყო შემთხვევა, სიცრუის დეტექტორზე შესამოწმებლად მამაკაცმა ცოლიც და საყვარელიც ერთ დღეს მოიყვანა, რომლის პასუხებიც უფრო მომეწონება, იმას დავიტოვებო"
საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სიცრუის დეტექტორით დასაბუთებულ-გამოკვეთილი ტყუილ-მართალი მტკიცებულებად არ ითვლება. მიუხედავად ამისა, სიცრუის დეტექციის ცენტრი, რომელიც სწორედ ამ მეთოდით მოიპოვებს ინფორმაციას, სულაც არ უჩივის მომხმარებლის სიმცირეს. რა სახის დახმარებისთვის მიმართავენ ცენტრს და რატომ არის მათთვის ინფორმაციის სიცრუის დეტექტორზე გადამოწმება საიმედო, ამაზე კომპანიის წარმომადგენლები გვესაუბრებიან.
კატეგორიულად დაუშვებელია სიცრუის დეტექტორზე შემოწმების მტკიცებულებად გამოყენება, ამიტომ დამკვეთი მხოლოდ ინფორმაციას სჯერდება. დედამთილმა გვითხრა, ამის დასჯა კი არ მსურდა, გიჟად გამოვყავდი და სიმართლის დამტკიცება მინდოდაო. მოგვიანებით ოჯახმა გვაცნობა, რომ წაუსწრიათ რძლისთვის, როცა დედამთილის სურათს სასაფლაოზე მარხავდა.
ჩვენთან ძირითადად მოდიან ისეთები, ვისაც ცხოვრება დაენგრა და სიმართლის გარკვევის მიზანი არა შურისძიება, არამედ საკუთარ თავში დარწმუნებაა. ღალატის მსხვერპლს მეუღლე იმიტომ კი არ მოჰყავს, ღალატი რომ აღკვეთოს, არამედ იმიტომ, რომ მისთვის აუტანელია მუდმივად ტყუილში ცხოვრება. თუმცა იყო შემთხვევა, მამაკაცმა ცოლიც და საყვარელიც ერთ დღეს მოიყვანა, რომლის პასუხებიც უფრო მომეწონება, იმას დავიტოვებო.
- შესაძლებელია გამოუცდელი პოლიგრაფოლოგის მოტყუება, მაგრამ ვერ მოატყუებთ პოლიგრაფს! ის მეთოდები, რაც აფიშირებულია ინტერნეტში, თანამედროვე პოლიგრაფზე არ მოქმედებს! თუ ტესტირების ობიექტი ერთდროულად გააკონტროლებს გულისცემას, არტერიულ წნევას, სისხლში ადრენალინის დონეს, სუნთქვის სიხშირეს დიაფრაგმის ზევით და ქვევით, კანის ელექტროგამტარობას, ტვინის სისხლით მომარაგების მექანიზმს და ამასთან, ეცოდინება კონკრეტულად მისთვის შედგენილი კითხვარის საკონტროლო კითხვების ფორმულა, მაშინ შეიძლება შეძლოს.
- ცოტა ხნის წინ ჩვენი კანონმდებლობა არც ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს ცნობდა, რაც დასავლეთის დემოკრატიის ერთ-ერთ მონაპოვრად ითვლება, ასე რომ, ეს სიახლეც ნელ-ნელა მოიკიდებს ფეხს.
- ისრაელში, რუსეთში, ამერიკაში, დიდ ბრიტანეთში, ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში... ისრაელში წელიწადში ორჯერ ატარებენ სამხედროებს პოლიგრაფზე. რუსეთში სამსახურს, ფაქტობრივად, ვერ დაიწყებ, თუკი პოლიგრაფის ტესტი გავლილი არა გაქვს.
სიახლეები
- ადვოკატის ვარაუდით, ნინო დათაშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზისთვის შესაბამის დაწესებულებაში სავარაუდოდ, დღეს ან ხვალ გადაიყვანენ
- “კომისიის დასკვნა მნიშვნელოვანია იმით, რომ დოკუმენტში თავმოყრილია ყველა ის ფაქტი და ქმედება, რომელსაც სჩადიოდა “ნაცმოძრაობა”, მიხეილ სააკაშვილი და მათთან დაკავშირებული პირები” - თეა წულუკიანი
- ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-ის ბირთვული წყალქვეშა ნავები რუსეთის მახლობლად იმყოფებიან
- ირაკლი კობახიძე: ღრმა მწუხარებას გამოვხატავ უდიდესი ქართველი კინორეჟისორის – ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო
- “ელდარ შენგელაიას გარდაცვალება დიდი დანაკლისია არა მხოლოდ ქართული კინოსთვის, არამედ, მთელი ქვეყნისთვის” - ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები