რატომ გვაქვს ლტოლვა ტკბილი და მარილიანი საკვებისადმი
დიეტოლოგმა კუესტამ ტკბილი და მარილიანი საკვებისადმი ადამიანების მათში ლტოლვა სტრესის მაღალი დონით ახსნა.
დიეტოლოგმა პილარ კუესტამ განაცხადა, რომ საკვებისადმი ადამიანის ლტოლვას ბევრი რამის თქმა შეუძლია თავად ამ ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე. მის სიტყვებს გამოცემა Vanitatis ციტირებს.
კუესტას აზრით, ტკბილეულისადმი ლტოლვა ხშირად ჩნდება მაშინ, როდესაც ადამიანის ნერვული სისტემა სტრესის ქვეშ იმყოფება. ამ პერიოდში ორგანიზმს სჭირდება დამატებითი ენერგია ამ საფრთხის წინააღმდეგ. აღნიშნულ ენერგიას კი ადამიანი შაქრით მდიდარი საკვებიდან იღებს - განმარტა ექიმმა.
მარილიანი საკვებისადმი ლტოლვა ასევე ასოცირდება ადამიანში სტრესის მაღალ დონესთან - განაგრძო დიეტოლოგმა. მისი თქმით, ფაქტია, რომ ასეთ საკვებში შემავალი ნატრიუმი ორგანიზმში ჰორმონ კორტიზოლის დონის რეგულირებას უწყობს ხელს.
დასასრულს კუესტამ დაამატა, რომ საკვების ხრაშუნა ტექსტურა ხსნის დაგროვილ დაძაბულობას და თუ ადამიანს არაფერი აწუხებს, მაშინ ის უპირატესობას ხილს, ბოსტნეულს და ცილებს მიანიჭებს.
მეცნიერებმა მაცივრის გარეშე ხილის ვარგისობის გახანგრძლივების საშუალება იპოვეს
Nature: საკვები ცილოვანი აპკი რამდენჯერმე ახანგრძლივებს ახალი ხილის ვარგისობის ვადას.
ახალი ტექნოლოგია ეფუძნება ფაზურ მოდიფიცირებულ ლიზოზიმს, პროტეინს გამოხატული ანტიბაქტერიული თვისებებით. ის საიმედოდ ემაგრება ხილის ცვილის ფენას და ნატრიუმის მარილთან და ნანოცელულოზასთან ერთად ქმნის თხელ გარსს, რომელიც ანელებს ტენის აორთქლებას და თრგუნავს მიკრობების ზრდას.
საკვები დამცავი აპკი უკვე წარმატებით იქნა გამოცდილი 17 სხვადასხვა სახეობის ხილზე (მათ შორის, ახლად დაჭრილი) - მარწყვიდან მანგომდე. ახალმა ტექნოლოგიამ აჩვენა ხილის ვარგისობის ვადის გახანგრძლივების უნარი ორ-ხუთჯერ. მეცნიერებმა აღნიშნეს, რომ ტექნოლოგია არ საჭიროებს ხილის ცივ გარემოში შენახვას: ოთახის ტემპერატურაზე, ის, ტრადიციულ მაცივართან შედარებით, 90%-ით ამცირებს ნახშირორჟანგის გამოყოფას. მეცნიერთა გამოთვლებით, თავად ცილოვანი აპკი ადვილად ირეცხება წყლით და უსაფრთხოა მოხმარებისთვის. გარდა ამისა, მისი წარმოება არ საჭიროებს დიდ ფინანსურ ხარჯებს. მკვლევარები დარწმუნებულნი არიან, რომ ახალ ტექნოლოგიას შეუძლია შეცვალოს როგორც ქიმიური კონსერვანტები, ასევე ენერგოხარჯიანი ინტენსიური ცივი ჯაჭვი, რაც მას პერსპექტიულ ინსტრუმენტად აქცევს საკვების გლობალური დანაკარგების წინააღმდეგ ბრძოლაში.
სიახლეები
- "ვინც მოშიმშილესთან მიდის და თვითდაზიანების შეწყვეტას არ ურჩევს, თვითმკვლელობის ხელშემწყობია" - შალვა პაპუაშვილი
- რამდენად შორს წავა წულუკიანი - კომისიაზე, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილი და კიდევ 9 “ოცნების” ოპონენტი დაიბარონ
- “ოცნება” “ნაცმოძრაობის” დროინდელ შეზღუდვებს აბრუნებს - “მალე ქუჩაში გამოსვლასაც აკრძალავენ”
- 6 მედიკამენტი, რომელთა გამოყენება უზმოზე არ შეიძლება - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება
- "ორიოდე სიტყვით:- რა სურს ბიძინას?" - რას წერს თინა ხიდაშელი