როგორ მოვუაროთ ზამთარში ტუჩებს
ტუჩების დახეთქვა ზამთარში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა.
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი წესი ტუჩების რეგულარულად დატენიანებაა. გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი ან ჰიგიენური ტუჩსაცხი. ისინი ხელს უწყობენ ტუჩების დატენიანებას და დაცვას გარემოს გავლენისგან. შეარჩიეთ ბუნებრივ ინგრედიენტებზე დაფუძნებული ბალზამები და ტუჩსაცხები, როგორიცაა შის კარაქი ან ქოქოსის ზეთი, პანთენოლისა და ვიტამინების (A, E, C) დამატებით, რადგან ყველა ეს კომპონენტი ხელს უწყობს უკეთეს შეხორცებას.
გარდა ამისა, გამოიყენეთ ტუჩსაცხი გარეთ გასვლამდე, სახლში დაბრუნებისთანავე და ყოველი ჭამის შემდეგ. ამავდროულად, თავი დაანებეთ ტუჩების სიცივეში ლოკვის ჩვევას. სველი ტუჩები კიდევ უფრო შრება, განსაკუთრებით ქარში. ამიტომ ქარიან ამინდში უმჯობესია პირზე შარფი აიფაროთ.
ტუჩის ნაზი კანისთვის მოვლა მნიშვნელოვანია. გამოიყენეთ ნაზი პილინგი და ტუჩის სკრაბი კანის მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად და სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად. ასევე შეგიძლიათ გაიკეთოთ ნიღბები თაფლის ან ზეითუნის ზეთისგან, რომელიც ტუჩებს დაატენიანებს და დარბილებს.
იკვებეთ სწორად და უარი თქვათ მავნე ჩვევებზე.
ლოყების და ტუჩების დაკბენის ჩვევა შეიძლება საშიში იყოს, რადგან ეს იწვევს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას. ეს კი შეიძლება გახდეს ვირუსებისა და ბაქტერიებისთვის ორგანიზმის კარიბჭე.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
