"ახალგაზრდობის ელექსირი" - რა დადებითი თვისებები აქვს როზმარინის ზეთს და რისთვის შეგვიძლია მისი გამოყენება
არსებობს ლეგენდა, რომლის მიხედვითაც, 60 წლის პარალიზებული პრინცესა „ახალგაზრდობის ელექსირის“ დახმარებით განიკურნა და ლამაზ ქალად გადაიქცა. ამ „ახალგაზრდობის ელექსირის“ მთავარი კომპონენტი როზმარინის ეთერზეთი იყო.
როზმარინის ეთერზეთის მახასიათებლები და თვისებები
როზმარინის ეთერზეთს აქვს ძლიერი, ხის, მწარე და ცხარე სურნელი. თავად როზმარინი საუკუნეების განმავლობაში გამოიყენებოდა ხალხურ მედიცინაში. ძველი რომაელები და ბერძნები ამ მარადმწვანე ბუჩქს სიყვარულისა და სიკვდილის სიმბოლოდ თვლიდნენ. დღეს როზმარინის ეთერზეთი ითვლება ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას ზეთად, გამოიყენება ტკივილგამაყუჩებლად, თავის ტკივილის, სახსრების, კუნთების და სხვა ტკივილების მოსახსნელად, მეხსიერების გასაძლიერებლად.
ასევე ითვლება, რომ როზმარინის ეთერზეთის გამოყენება არომათერაპიაში დადებითად მოქმედებს ემოციურ მდგომარეობაზე - მისი არომატი ასტიმულირებს, აძლიერებს, ხელს უწყობს გაღვიძებას და უმკლავდება აგრესიას.
როზმარინის ეთერზეთი გამოიყენება თმის მოვლისთვის - ის ხელს უწყობს ქერტლის მოცილებას, ასტიმულირებს თმის ზრდას, ახდენს ცხიმოვანი ჯირკვლების ნორმალიზებას და შესაფერისია ცხიმიანი თმისთვის. როზმარინის ეთერზეთით აბაზანებს აქვს გამაახალგაზრდავებელი თვისებები, აუმჯობესებს კანის მდგომარეობას, აცილებს მას ტოქსინებს.
როზმარინის ეთერზეთის გამოყენებას უკუჩვენებები აქვს - ეს არის ორსულობა, კანის ჰიპერმგრძნობელობა, კრუნჩხვისადმი მიდრეკილება, ალერგიული რეაქცია, რომელიც შეგიძლიათ შეამოწმოთ მაჯაზე ზეთის წვეთი წასმით. თუ 15 წუთის შემდეგ კანზე სიწითლე არ გამოჩნდება, შეგიძლიათ უსაფრთხოდ გამოიყენოთ პროდუქტი.
სიახლეები
- "აღმოჩნდა, რომ მიხეილ სააკაშვილი ჩვენი კომისიის სხდომებს ცალი თვალით მაინც უყურებს"- თეა წულუკიანი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "რამდენიც არ უნდა ეპოტინოთ ჩემს ადგილს ისტორიაში, ვერ წამართმევთ!" - მიხეილ სააკაშვილი
- "ჩემი მიზანია ოლიმპიური, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონობა" - მარიამ ჭანტურია
- დამწვარი და განადგურებული 15 ათასი კვ. მეტრის ფართობი - რამ გამოიწვია მასშტაბური ხანძარი “ვაგზლის” ბაზრობაზე