აშშ-ში, კალიფორნიის ქალაქ მონტერეი პარკში, მასობრივი სროლის შედეგად სულ მცირე 9 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას CNN-ი სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტოს რამდენიმე ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
მოლდოვა ნეიტრალური სტატუსის გაუქმებასა და სამხედრო ალიანსში გაწევრიანების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ განაცხადა.
თურქეთი მზადაა, უზარმაზარი დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთსა და უკრაინას შორის მშვიდობის დამყარებაში, - ამის შესახებ „უკრინფორმი“, უკრაინისა და თურქეთის პრეზიდენტების სატელეფონო საუბრის შემდეგ, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით იტყობინება.
არ არსებობს მიზეზი, რატომ არ უნდა მისცეს გერმანიამ უკრაინას „ლეოპარდები“ - ეს აბსოლუტურად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, - ამის შესახებ მაიორმა ჯონ სპენსერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა, სადაც ამერიკის სამხედრო ბაზაზე გერმანიაში, რამშტეინში, უკრაინისთვის დამატებით სამხედრო დახმარების საკითხთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.
საფრანგეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო გამოსვლებია. „სიენენის“ ინფორმაციით, პარიზში აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა და აქციის 30-მდე მონაწილე განყოფილებაში დაკითხვის მიზნით გადაიყვანა.