უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ალენ ბერსემ ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიის დანაშაულის საგანგებო ტრიბუნალის დაფუძნების შესახებ, რომელიც მოიცავს აგრეთვე სტატუტს საგანგებო ტრიბუნალის შესახებ.
არცერთმა „რესპუბლიკელმა“ მხარი არ უნდა დაუჭიროს „ამერიკის ხმის“ გადარჩენას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ დონალდ ტრამპმა ამერიკის მოკავშირეების წინააღმდეგ სავაჭრო ომი უნდა შეაჩეროს ახლა, როდესაც ნატოს წევრები თავდაცვის ხარჯების გაზრდაზე შეთანხმდნენ.
”რამდენიმე წელია, NATO-ს სახელმწიფოების მშპ-ს 5%-მდე გაზრდა ვითხოვთ და ახლა ისინი ამას აპირებენ. ჩვენთან ერთად NATO უფრო ძლიერი გახდება, მე ვაფასებ ამას”, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს.
უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკზე რუსეთის სარაკეტო დარტყმით დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა. ამის შესახებ დღეს, 25 ივნისს დილით განაცხადა საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰიი ლისაკმა.
დღეს ნიდერლანდის ქალაქ ჰააგაში, ნატოს სამიტის ფარგლებში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები და ალიანსის ხელმძღვანელები.
