ოქტომბერი 14 2020 წაკითხვა 807 ჯერ

"სომხურმა შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა იმ თვითმფრინავების ჩამოგდება დაიწყონ, რომლითაც აზერბაიჯანს შეიარაღება მიეწოდება. ამის შესახებ, სომხეთის რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის მოადგილემ, არმენ აშოტიანმა განაცხადა. რამდენად შესაძლებელია ამან კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში ავიამიმოსვლას რაიმე საფრთხე შეუქმნას?“, - წერს გაზეთი „რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, სომხები სატვირთო თვითმფრინავების ჩამოგდებით იმუქრებიან - ემუქრება თუ არა საფრთხე ავიამიმოსვლას საქართველოს საჰაერო სივრცეში

 

"აღსანიშნავია სხვადასხვა სომხური საინფორმაციო წყაროები საქართველოს სწორედ იმაში ადანაშაულებენ, რომ აზერბაიჯანისათვის შეიარაღების მიწოდება საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით ხდება, თუმცა სომხეთის ოფიციალური ხელისუფლება ამას უარყოფს. აშოტიანის თქმით, თუკი საერთაშორისო თანამეგობრობას არ შეუძლია შეაჩეროს იარაღის მიწოდება აზერბაიჯანისათვის, ყარაბაღს სრული მორალური უფლება აქვს, წინასწარი გაფრთხილების შემდეგ, ჩამოაგდოს ნებისმიერ თვითმფრინავი, რომელსაც ომის დროს აზერბაიჯანში შეიარაღება მიაქვს. რამდენად შესაძლებელია, რომ ამან საფრთხე შეუქმნას ზოგადად ავიამიმოსვლას კავკასიაში და კერძოდ საქართველოს საჰაერო სივრცეში - ამის სესახებ „რეზონანსთან" ისაუბრა საერთაშორისო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ და განაცხადა, რომ სომხეთს არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება. მისივე თქმით, სომხეთი მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიას შეეხება”, - აღნიშნავს გამოცემა.

 

"არ მგონია, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალები საქართველოს ტერიტორიას მიწვდნენ. თუმცა, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე შეიძლება ჩამოაგდონ თურქეთიდან წამოსული თვითმფირნავები. აზერბაიჯანის ტერიტორიას შეეხებიან. მხოლოდ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მოახდენენ ჩამოგდებას. სომხებს ტექნიუკური საშუალება აქვთ. ასევე მათ გააჩნიათ რუსეთის შეიარაღებული ძალების მეშვეობით საბრძოლო ტექნიკა. საქართველოში ავიამიმოსვლა უსაფრთხო იქნება, თუმცა აზერბაიჯანის მიმართულებით შეიძლება ცოტა ეჭვი შემეპაროს. სომხეთს არ აწყობს საქართველოსთან ურთიერთობის გაფუჭება", - განაცხადა მაისაიამ”, - წერს სტატიის ავტორი.

ოქტომბერი 14 2020 წაკითხვა 920 ჯერ

“რუსეთის შუამავლობით მიმდინარე სომხეთ-აზერბაიჯანის საშვიდობო მოლაპარაკება საბოლოოდ ჩაიშალა და საბრძოლო მოქმედებები უახლოეს დღეებში შეიძლება გაცილებით მასშტაბური გახდეს.

ოქტომბერი 14 2020 წაკითხვა 939 ჯერ

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ არა მხოლოდ რეგიონი არამედ მსოფლიო შეიცვლება.

ოქტომბერი 13 2020 წაკითხვა 722 ჯერ

ირანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოკვლევა ადამიანებზე ორ კვირაში დაიწყება.

ოქტომბერი 13 2020 წაკითხვა 645 ჯერ

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ 38 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს Worldometers-ი აქვეყნებს.

ოქტომბერი 11 2020 წაკითხვა 689 ჯერ

ტაილანდში ავტობუსისა და მატარებლის შეჯახებას სულ მცირე 17 ადამიანი ემსხვერპლა. 

გვერდი 299 სულ 367
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.