განათლების სამინისტროს ინფორმაციით 4 ოქტომბერს სკოლის შენობებში სწავლის დასაწყებად საქართველოს საჯარო და კერძო სკოლები მზად არის.
4 ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებსა და აუდიტორიებში განახლდება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.
“სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში დაიწყო - პროცესის საგანმანათლებლო დაწესებულებებში აღსადგენად კი ჯანდაცვის ექსპერტები პედაგოგთა სრულ ვაქცინაციას უწევენ რეკომენდაციას და საჭიროდ თვლიან 12 წელს ზემოთ ბავშვთა ვაქცინაციის შესახებ კანონის სწრაფ მიღებას.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციის თაობაზე - ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
დღეს საქართველოში ახალი სასწავლო წელი დაიწყო.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მოსწავლეებს, პედაგოგებს, ლექტორებსა და სრულიად აკადემიურ სივრცეს სწავლის დაწყება მიულოცა.
