ჩაანაცვლებს თუ არა სკოლებში ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებს ელექტრონული წიგნები
“საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის ეკა დგებუაძის განმარტებით, სამინისტრო ჯერ კიდევ პანდემიის დაწყებამდე მუშაობდა ელექტრონული რესურსების განვითარებაზე.
აღნიშნული ცვლილება “ახალი სკოლის მოდელის” ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ზოგადი განათლების რეფორმის ნაწილია და მიზნად სკოლებში სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს. აღნიშნული ცვლილების მიზანი კი სკოლებში ტექნოლოგიების შეტანა და ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობაა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ჩაანაცვლებს თუ არა სკოლებში ჩვეულებრივ სახელმძღვანელოებს ელექტრონული წიგნები - სამინისტროს განმარტება.
“ელექტრონული რესურსების განვითარებაზე განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ჯერ კიდევ პანდემიამდე დაიწყო მუშაობა. პამდემიის პირობებში კიდევ უფრო გაძლიერდა მოთხოვნა იმაზე, რომ შეიქმნას მრავალფეროვანი ელექტრონული რესურსები. შესაბამისად ჩვენ დავიწყეთ დიალოგი გამომცემლებთან. ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამ შეხვედრებს ეტაპობრივად გავაგრძელებთ”, - განაცხადა დგებუაძემ. მინისტრის მოადგილე განმარტავს, რომ აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს ნაბეჭდი წიგნების პარალელურად PDF ფაილის ხელმისაწვდომობას, და ის არ ანაცვლებს ნაბეჭდ სახელმძღვანელოს. “უპირველეს ყოვლისა უნდა აღვნიშნო, რომ საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე მიიღებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს ნაბეჭდი ანუ მატერიალური სახით”, - თქვა დგებუაძემ, რომლის განმარტებით, “იმისათვის, რომ კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახადონ რესურსები”, გამომცემლებს ესაუბრნენ, რომ “სახელმძღვანელოები, რომლიბიც იბეჭდება, არსებობდეს ელექტრონული - PDF ფაილის სახით”, - აღნიშნავს გამოცემა.
“რაც შეეხება გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ შესაძლებელია სექტემბრიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა სწავლება ჩვეულებრივ დაიწყონ, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა დისტანციურად, ამას განათლების სამინისტროში არ ადასტურებენ. მათი განცხადებით, ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე და ამ ეტაპზე სწავლის დაწყების მსგავს ფორმას არ განიხილავენ. “ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე, ახლანდელი მონაცემები იმის თქმის საფუძველს გვაძლევს, რომ სკოლებში სწავლება ყველა საფეხურის მოსწავლეებისთვის 15 სექტემბრიდან განახლდება. თუმცა, წინასწარ დანამდვილებით ვერაფერს ვიტყვით. უბრალოდ, შემიძლია გითხრათ, რომ სწავლების მსგავსი მოდელი საჯარო სკოლებისთვის ამ ეტაპზე არ განიხილება”, - ამბობენ განათლების სამინისტროში”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- “ეუთო/ოდირი დააშინა ბულინგმა, რომელიც საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მათზე განხორციელდა და ვფიქრობ, ეს გახდა ჩამოსვლაზე მათი უარის მიზეზი” - დიმიტრი ხუნდაძე
- ელენე ხოშტარია იზოლატორში მისულ უფლებადამცველს არ შეხვდა
- ზურაბ ზვიადაური ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს
- არსებული ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალური წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს შორის ერთ-ერთი ყოფილი მოკრივე გიორგი კანდელაკია
- “ორი ქვეყნის ლაბორატორიების დასკვნით, ალექსეი მოკლეს, უფრო კონკრეტულად, მოწამლეს” - იულია ნავალნაია