ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია.
შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა 6 და 11 ივლისს ჩატარდება. ისტორიაში პირველი და მეორე სესია 12 და 13 ივლისს ჩატარდება.
მათემატიკის გამოცდა 14 და 15 ივლისს იქნება; ბიოლოგია და რუსული ენის გამოცდა 16 ივლისს.
17 ივლისს ორ სესიად ჩატარდება ინგლისური ენის გამოცდა, ხოლო მეორე სესიისას ამავე დღეს იქნება ფრანგული ენის გამოცდაც.
18 ივლისს აბიტურიენტებს ასევე მოუწევთ რუსული ენის გამოცდის ჩაბარება. ამავე დღეს იქნება პირველი-მეორე სესია ინგლისურ ენაში.
19 ივლისს იქნება გერმანული ენის გამოცდა ერთ სესიად, ასევე ინგლისური ენის გამოცდის ორი სესია.
20 ივლისს ჩატარდება ზოგადი უნარების ორი სესია, ხოლო 21 ივლისს ზოგადი უნარებისა და ლიტერატურის გამოცდა.
22 ივლისს იქნება ფიზიკის გამოცდა, ასევე და სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდა.
23 ივლისს - გეოგრაფიის, 24 ივლისს - ქიმიის, ხოლო 25 ივლისს სამოქალაქო განათლების და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდები.
რაც შეეხება 2020 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების განრიგს, პირველი სესია - წაკითხულის გააზრება; ანალიტიკური წერა ჩატარდება 1-ელ აგვისტოს;
პირველი სესია- ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა - 2 აგვისტოს;
პირველი და მეორე სესია წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა - 3 აგვისტოს;
პირველი და მეორე სესია ლოგიკური მსჯელობა და რაოდენობრივი მსჯელობა - 4 აგვისტოს.
სიახლეები
- 6 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
- სასამართლომ ლუკა კურტანიძე ოჯახში ძალადობისთვის დამნაშავედ ცნო და 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- "არცერთი ადამიანი არ ყოფილა, რომელსაც ინტოქსიკაციის შედეგად ერთი დღე მაინც მოუწია საავადმყოფოში დარჩენა" - მიხეილ სარჯველაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 6 დეკემბრისთვის
- "მნიშვნელობა არ აქვს, რა ნივთიერებას დაასახელებენ: როცა ეს მეორდება გადაბმულად, სტაფილოს წვენიც რომ ყოფილიყო, საზიანო იქნებოდა" - ზურაბ ჯაფარიძე
