ორგანიზაცია "INER Georgia - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში" ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში კონკურსს ატარებს
2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში, ორგანიზაცია - ააიპ "INER Georgia - წყვილისა და სიცოცხლის სამსახურში" ატარებს კონკურსს ქალაქის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში თემაზე: „სიცოცხლე განძია: დაიცავი!" (თითოეული საკუთარი ცხოვრების სურათს თავისივე არჩეული ფერებით ხატავს).
კონკურსის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში სიცოცხლის ფასეულობისადმი პატივისცემის გაძლიერება.
კონკურსი ჩატარდება შემდეგ 5 ნომინაციაში:
- პროზა - პოეზია - ხატვა - ფოტო - სიმღერა
კონკურსი ჩატარდება ორ ტურად. დაჯილდოება მოხდება გალა-კონცერტზე მაისის თვეში მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერის თეატრში.
კონკურსს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს. გამარჯვებულებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები, მონაწილეებს კი სიგელები. პრიზი გადაეცემა კონკურსში მონაწილე ყველაზე აქტიურ სკოლას. მადლობას მოვახსენებთ ყველა სკოლას აქტიური თანამშრომლობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ ყველა მონაწილეს!

სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
