2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკური ანალიზი გამოქვეყნდა
2018-2019 სასწავლო წლის გრანტირებული მაგისტრების შესახებ ინფორმაცია (სია), სავარაუდოდ, ნოემბრის თვეში გამოქვეყნდება.
როგორც EDU.ARIS.GE-ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში განუცხადეს “გრანტირებულ მაგისტრანტთა სია ოქტომბრის ბოლოს – ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი”. იქამდე კი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სტატისტიკურ ანალიზს აქვეყნებს.
2018 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობა მიიღო 10 864 მაგისტრანტობის კანდიდატმა. მინიმალური კომპეტენციის ზღვარი კი ვერ გადალახა 31%-მა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, A ტიპის ტესტი 4 622-მა აპლიკანტმა წერა. B ტიპის ტესტზე 4 288-მა იმუშავა, ყველაზე ცოტა კი 1 953 აპლიკანტი გავიდა C ტიპის ტესტის დასაწერად.
მინიმალური კომპეტენციის ზღვარის ვერგადალახვის მაჩვენებელი ტესტის ტიპების მიხედვით:
A ტიპის ტესტი – 32,06%
B ტიპის ტესტი – 29,96%
C ტიპის ტესტი – 31,54
იხილეთ სიხშირეთა განაწილების ცხრილი:

სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
