"უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი მომავალ წელს შეიცვლება"
უმაღლესი განათლების სისტემის დაფინანასების ახალ მოდელთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ არსებული მოდელი არაეფექტურია და სამინისტრო მსოფლიო ბანკთან ერთად, ახალ მოდელზე მუშაობს.
მინისტრის თქმით, დღეს სისტემა აწარმოებს დაუსაქმებელ ადამიანებს, რომლებსაც უჭირთ შრომით ბაზარზე ადგილის დამკვიდრება, რაც უნდა დასრულდეს:
„უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელი, წელს იგივე დარჩება თუმცა, მომავალ წელს მიდგომა შეიცვლება, სახელმწიფოს მიერ მხოლოდ ის მიმართულებები დაფინანსდება, რაც ქვეყნისთვის პრიორიტეტულია. სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რათა გადასვლა მოხდეს ისეთ მოდელზე, რომელიც უფრო მეტად იქნება მასტიმულირებელი უმაღლესი სასწავლებლებისთვის,“ - განაცხადა მინისტრმა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი
