პროექტის ,,ჩემი სახლის მმართველი-ჩემი მომავლის მმართველი'' ფარგლებში, 30 ახალგაზრდა ჰაუსმასტერის პროფესიას დაეუფლა
პროექტმა „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი“ იძულებით გადადგილებულ ახალგაზრდებს განვითარების ახალი შესაძლებლობები მისცა. 30-მა ახალგაზრდამ გადამზადების კურსი გაიარა და ჰაუსმასტერის პროფესიას დაეუფლა.
თავდაპირველად, ტრენინგის მონაწილეებმა ორდღიანი ტრენინგი თემაზე „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მართვა და განვითარება“ გაიარეს, ტრენინგი მოიცავდა ისეთ თემებს, რომელიც აუცილებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შექმნის, მართვის და წარმატებული ფუნქციონირებისათვის. ტრენინგებზე მონაწილეებს ასევე ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის მართვის ქართული და გერმანული წარმატებული მაგალითები გაუზიარეს.
მოგვიანებით, 3-დღიანი ტრენინგი პროექტის მონაწილეებს გერმანელმა სპეციალისტებმა თემაზე "ჰაუსმასტერი - აუცილებელი უნარები და პასუხისმგებლობები" ჩაუტარეს. ტრენინგის თემატიკა მთლიანად ემყარებოდა გერმანიაში დამკვიდრებული „ჰაუსმასტერის“ წარმატებული გამოცდილების გაზიარებას იმერეთის რეგიონში.
პროექტის მონაწილეები ტრენინგების საშუალებით ადვოკატირებისა და კომუნიკაციის დამყარების უნარებსაც დაეუფლნენ. აღნიშნული საკითხები აუცილებელია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და სათემო ორგანიზაციების გამართული ფუნქციონირებისათვის, ასევე, ადგილზე არსებული სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებისათვის.
პროექტის 8 საუკეთესო მონაწილე ამჟამად სასწავლო ვიზიტით გერმანიაში იმყოფება, სადაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების მუშაობის სპეციფიკასა და ადგილობრივ კანონმდებლობას ეცნობიან.
,,შინაარსიანი და საპასუხისმგებლო დღეები, არაჩვეულებრივი,უნიჭიერესი,მოტივირებული ახალგაზრდები, ქართველი და გერმანელი სუპერ ტრენერები, ყურადღებიანი, გულიანი ორგანიზატორები, სიახლეების ქარტეხილები. ვამაყობ, რომ მომეცა შანსი ვყოფილიყავი ამ უმაგრესი პროექტის მონაწილე და ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა ვიყო იმ 8 საუკეთესოთა შორის, რომელიც სასწავლო ვიზიტით გერმანიაში გაემგზავრა. რაღა დამრჩენია გავამართლო ეს მოპოვებული საპასუხიმგებლო სტატუსი და ღირსეულად დავიცვა "ჰაუსმასტერის მუნდირი" - აღნიშნავს პროექტის მონაწილე ანჟელა ჩიხლაძე.
პროექტს „ჩემი სახლის მმართველი–ჩემი მომავლის მმართველი“ ახორცილებს „ინიციატივა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისთვის აღმოსავლეთ ევროპაში“ (IWO e.V), „ევროპის საგანმანათლებლო ცენტრი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და უძრავი ქონებისთვის (EBZ), საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით.
სიახლეები
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი
- “მიმდინარე წლის დასაწყისიდან რუსეთმა 112 500 ჯარისკაცი დაკარგა” - ტრამპი
- 2 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი
- “მინიმუმ არაეთიკურია, რომ ელჩი, რომელიც გამორჩეულად მხარს უჭერს ხაზარაძეს და მის პოლიტიკურ გუნდს, როგორღაც აღმოჩნდა, რომ მათივე სახლში ცხოვრობს” - ნინო წილოსანი