მაკარონი ყველით - იტალიური რეცეპტი
შემადგენლობა:
- 250 გრ მაკარონი
- 1 ს.კ ზეთი
- 150 გრ ყველი
- 150 გრ არაჟანი
- 3 კვერცხი
- 1 ს.კ წვრილად დაჭრილი ნიორი
- 1 ს.კ დაჭრილი ოხრახუში
- 1 ს.კ დაჭრილი ლიმონის გული
- 50 გრ ბეკონი
- მარილი,პილპილი
მომზადება:
გააცხელეთ ღუმელი 200-225 გრადუსამდე. 2-3 ლ ადუღებულ წყალში მოხარშეთ მაკარონი, დაამატეთ
ზეთი და 10 წუთი ხარშეთ. გადაღვარეთ წყალი და დატოვეთ დასაწრეტად.
სოუსის გასაკეთებლად: ერთმანეთში აურიეთ ყველი, არაჟანი და კვერცხი, დაამატეთ ნიორი, ოხრახუში
და ლიმონის რბილობი, შეზავეთ მარილით და პილპილით. ყველის მასა ჩაუშვით მაკარონში, დაამატეთ
კარაქი. მოათავსეთ საცხობ ფორმაში ბეკონის ნაჭრებთან ერთად და 40 წუთი აცხვეთ ღუმელში.
receptebi.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
