ექსპრეს ტორტი, რომელიც 7 წთ-ში ცხვება - ძალიან მარტივი რეცეპტი
ინგრედიენტები
- კვერცხი - 2 ცალი
- ნაღები - 10 სკ
- თაფლი - 2 სკ
- შაქარი - 6 სკ
- კაკაო - 4 სკ
- ფქვილი - 8 სკ
- მცენარეული ზეთი - 2 სკ
- სოდა - 1/2 ჩკ
- არაჟანი - 500 გრ
- შაქრის პუდრა - 5 სკ
ათქვიფეთ კვერცხი, მარილი და შაქარი. დაუმატეთ თაფლი, მოურიეთ კოვზით. დაამატეთ ნაღები (ან რძე) და მცენარეული ზეთი.
ერთმანეთში გააზავეთ კაკაო და ფქვილი, დაუმატეთ ცომს, ჩაყარეთ სოდა. მოურიეთ კარგად, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას.
ცომი გადაიტანეთ 22 სმ საცხობ ფორმაზე. გამოაცხვეთ მიკროტალღურ ღუმელში, მაქსიმალურ ტემპერატურაზე 7 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით და დაელოდეთ გაგრილებას.
კრემი: ათქვიფეთ მიქსერით არაჟანი და შაქრის პუდრა.
გაგრილებული ბისკვიტი გაჭერით 3 ან 4 ფირფიტად. წაუსვით თითოეულ ფენას კრემი და დაადეთ ერთმანეთს. მორთეთ თქვენი სურვილისამებრ. შეგიძლიათ მოაყაროთ დაბლენდერებული ბისკვიტი და მოასხათ გამდნარი შოკოლადი.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
