უგემრიელესი ელარჯი
მასალა 4 ულუფისთვის:
200 გრ. ღერღილი
600 გრ. სულგუნი
მჭადის ფქვილი (ან მანანის ბურღული) - თვალის ზომით
საჭიროების შემთხვევაში, მარილი - გემოვნებით
მომზადების წესი:
კარგად გარეცხილ ღერღილს დაასხით იმ რაოდენობის წყალი, რომ მასა კარგად დაიფაროს.
თავიდან დაადგით ოდნავ მაღალ ცეცხლზე და სახურავი დააფარეთ.
თუკი ხარშვისას წყალი ჩაშრება, შეგიძლიათ, ცივი წყალი დაამატოთ.
როგორც კი ღომი ჩაშრობას დაიწყებს, ცეცხლს ოდნავ დაუკელით და კერძის მომზადება ნელ ცეცხლზე გააგრძელეთ. თუკი ქვაბიდან წყალი გადმოდის, თავსახური ოდნავ გადახადეთ.
ხშირად დახედეთ და ჩოგნით ურიეთ.
კარგად მოხარშვის შემდეგ ჩაყარეთ მჭადის ფქვილი, თვალის ზომით, ისე, რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ.
თუკი მჭადის ფქვილი არ გაქვთ, შეგიძლიათ, მანანის ბურღული დაამატოთ - ამ შემთხვევაში ღომი უფრო ფაფუკი გამოგივათ.
კარგად აზილეთ ჩოგნით და, დაახლოებით, 10 წუთის შემდეგ დაამატეთ გრძლად დაჭრილი სულგუნი.
პერიოდულად ისევ ჩაზილეთ და ეცადეთ, ყველი გაუხსნელი არ დარჩეს.
თუკი ჩოგნით ამოწეული მასა წელვადია და არ წყდება, ესე იგი, ელარჯი მზადაა.
შენიშვნა:
ელარჯის მომზადებას, დაახლოებით, 40 წუთი დასჭირდება;
შეგიძლიათ, ელარჯი მეგრული ან სვანური სულგუნით დაამზადოთ.
თუკი ყველი უმარილოა, ღომში ყველის ჩამატების შემდეგ ოდნავ მარილი დაამატეთ.
ელარჯის თეფშზე მარტივად ამოსაგებად ჩოგანი თითოეულ ჯერზე ცივი წყლით დაასველეთ.
4 ულუფა ელარჯის მომზადება, დაახლოებით, 6 ლარი დაგიჯდებათ.
სიახლეები
- ჩოხატაურის საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარეს გირაო პატიმრობით შეუცვალეს
- ,,თუ რაიმე არის საუკუნოვანი ბრენდი, ეს იყო საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, რომელიც 1992 წელს ისე გააქრეს"- ირაკლი კობახიძე
- ილონ მასკი ისტორიაში პირველი ადამიანი გახდა, რომლის ქონებამ 800 მილიარდ დოლარს გადააჭარბა
- ,,ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მცდელობა, აკადემიური საზოგადოება და სტუდენტები ჩართოს პოლიტიკურ პროცესებში, პირდაპირ კავშირშია საქართველოს უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტთან"- ეკა სეფაშვილი
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
