მარწყვისა და ხაჭოს კრემის დესერტი
ინგრედიენტები
- კარაქი - 30 გ
- ფხვიერი ნამცხვარი ("პეჩენია") - 100 გ
- შაქარი - 100 გ
- ნაღები 35 % - 250 გ
- არაჟანი - 120 გ
- ხაჭო - 360 გ
- მარწყვი - 500 გ
ფხვიერი ნამცხვარი დაფხვენით და შეურიეთ გამდნარი კარაქი. მიიღებთ ფხვიერ მასას.
ხაჭო, არაჟანი და შაქარი ათქვიფეთ. ცალკე ათქვიფეთ ნაღები და ფრთხილად შეურიეთ ხაჭოს კრემს.
ჭიქებში ფენებად ჩაალაგეთ დაფხვნილი ნამცხვარი, კრემი და მარწყვი, ზემოდან კი მორთეთ პიტნის ფოთლებით.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
