ხორცი ბურგუნდიულად - ფრანგული კლასიკა
ინგრედიენტები
- საქონლის ხორცი - 1 კგ
- სტაფილო - 2 ცალი
- წვრილი ხახვი (pearl onion) - 10-12 ცალი
- ხმელი ქონდარი - 1 ჩ.კ
- ბეკონი - 70-80 გ
- წითელი ღვინო (ბურგუნდიული - იდეალურ ვარიანტში) - 500 მლ
- მარილი და პილპილი
მომზადების წესები
საქონლის ხორცი წინა საღამოს დაჭერით მომცრო კუბებად, დაასხით ღვინო და დატოვეთ მაცივარში მთელი ღამით. მეორე დღეს, ხორცი ღვინიდან ამოიღეთ ( ღვინოს ნუ გადაღვრით, დაგჭირდებათ). ხორცი შეაშრეთ და ფქვილში ამოავლეთ.
ღრმა ქვაბში შებრაწეთ დაჭრილი ბეკონი. ამოიღეთ ცალკე და დარჩენილ ცხიმში დაბრაწეთ ხორცი. თუ ქვაბი პატარაა, ხორცი ნაწილ-ნაწილ დაბრაწეთ. შემდეგ ბეკონთან ერთად კვლავ ქვაბში მოათავსეთ, დაამატეთ წვრილი ხახვის თავები და 2-3 წუთი შუშეთ. შემდეგ დაამატეთ რგოლებად დაჭრილი სტაფილო, დაასხით შემონახული ღვინო, ქონდარი, ცოტა წყალიც, ისე რომ ხორცი დაიფაროს. დაფნა, ნიახურისა და ოხრახუშის ღერები ძაფით შეკარით და ჩაუშვით წვნიანში. ხარშეთ ხორცის დარბილებამდე, დაბალ ცეცხლზე, დაახლოებით 2 საათი.
შემდეგ დაამატეთ მარილი და პილპილი, ამოიღეთ ოხრახუშის ღერები და დაფნა. მიირთვით მოხარშული კარტოფილის გარნირით.
*წვრილი ხახვის ნაცვლად ჩვეულებრივი თავი ხახვის გამოყენებაც შეიძლება. დაჭერით და ისე დაამატეთ მოშუშულ ხორცს.
შემდეგ დაამატეთ მარილი და პილპილი, ამოიღეთ ოხრახუშის ღერები და დაფნა. მიირთვით მოხარშული კარტოფილის გარნირით.
*წვრილი ხახვის ნაცვლად ჩვეულებრივი თავი ხახვის გამოყენებაც შეიძლება. დაჭერით და ისე დაამატეთ მოშუშულ ხორცს.
ზოგიერთი რეცეპტით, კერძს ემაება სოკოც. რომელიც უნდა მოიშუშოს ხორცის შემდეგ, იმავე ან სხვა ჭურჭელში.
სიახლეები
- ,,ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და ,,გამომშრალი მარიხუანა” – შსს-მ 2 პირი დააკავა
- საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ლაშა დარსალიასა და აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- ,,ოთხი თვე გავიდა საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე განხორციელებული ძალადობრივი შტურმიდან"- შალვა პაპუაშვილი
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
