მთვრალი ბალი თეთრ შოკოლადში
ინგრედიენტები
- სიროფში გამოყვანილი ბალი ყუნწებიანად
- რომი/კონიაკი/ვისკი
- არაყი
- თეთრი შოკოლადის დროპსები - ან თეთრი შოკოლადის ფილა
- ფერადი საკონდიტრო მოსაყრელები
ამ დესერტისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თეთრი ბლის ან სამოთხის ვაშლის მურაბა... ან უბრალოდ მოხარშოთ ყუნწებიანად ბალი სიროფში.
ამოიღეთ სიროფიდან ნაყოფი მაქსიმალურად მშრალად, დაასხით იმდენი რომი/ვისკი/კონიაკი, რომ დაფაროს კენკრა, დაასხით იმდენივე არაყი (ქარხნული და არა ჭაჭა) და გააჩერეთ 1-1/2 საათი.
გაადნეთ თეთრი შოკოლადი წყლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში. ბალი ამოიღეთ ვისკიდან, შეამშრალეთ ქაღალდის ხელსახოცით და ამოავლეთ ჯერ თეთრ შოკოლადში, შემდეგ კი საკონდიტრო მოსართავებში.
ასე მომზადებული ბალი შესანიშნავი დესერტი და გაფორმება იქნება კოქტეილის სუფრის.. ძალიან უხდება მაგარ ალკოჰოლურ სასმელებს: რომს, ვისკის, კონიაკს, ბრენდის!
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
