როგორ მოვამზადოთ ნამდვილი იტალიური პიცა?
ინგრედიენტები
- თბილი წყალი - 300-350 მლ
- ზეთი - 3 ს/კ
- ნივრის ფხვნილი - 1/2 ჩ/კ
- ბაზილიკი (რეჰანი) - 3 ჩ/კ
- მარილი - 1/2 ჩ/კ
- გამაფხვიერებელი - 3 ს/კ
- ფქვილი - 500 გ
- მოსართავი - გემოვნებით
-
მომზადების წესები1. გავახუროთ ღუმელი 220 გრადუსსზე.
2. ჯამში ჩავყაროთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი, ბაზილიკი, თუ გვაქვს ნიორის ფხვნილი და კარგად შევურიოთ ერთმანეთს.
3. ფქვილის ნარევს და ვუმატოთ ზეთი და თბილი წყალი. მოვზილოთ ელასტიური ცომი.
4. პიცის საცხობ ფორმას წავუსვათ ცხიმი, მოვაყაროთ ფქვილი და ზედ გავაბრტყელოთ მომზადებული ცომი. გვერდები ოდნავ, ლამაზად, ამოვუკეცოთ.
5. გამოვაცხოთ 10- 12 წუთი.
6. ზემოდან მოვაყაროთ ყველი, ლორი, ძეხვი, ზეთისხილი ან ნებისმიერი
სართავი რაც გვესიამოვნება და გამოვაცხოთ კიდევ 8- 10 წუთი
ცომი გამოდის თხელი და ხრამუნა. -
gemrielia.ge
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
