კალმახი სოიოსა და თაფლის სოუსში
ინგრედიენტები:
- კალმახი - 300 გ
- სოიოს სოუსი - 6 ს.კ.
- თაფლი - 2 ს.კ.
- ნიორი - 3 კბილი
- ზეითუნის ზეთი
- მარილი
- პილპილი
- ქუნჯუთის თესლი
მომზადება:
1. კალმახის ფილე გაასუფთავეთ, გარეცხეთ და დააწყეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა შეიწოვოს ზედმეტი სითხე. ცალკე ჯამში გადაურიეთ ერთმანეთში სოიოს სოუსი და თაფლი. დაამატეთ ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი, პრესში გატარებული ნიორი, ქუნჯუთის თესლი, მარილი და პილპილი გემოვნებით და საგულდაგულოდ აურიეთ ერთმანეთში.
2. კალმახის ნაჭრები ჩააწყეთ მარინადში, მოურიეთ, დაახურეთ თავსახური და შედგით მაცივარში მინიმუმ 30-40 წუთით. შემდეგ გადაიღეთ კალმახი ღუმელის ფორმაზე და შებრაწეთ 200 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთის განმავლობაში.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
- იმერეთში რძის გადამამუშავებელი არალეგალური საწარმოები გამოვლინდა
- ,,გლოვის დღეები ჰქონდა საქართველოს, ამიტომ არაფერი დავწერე, არადა ბევრი რამ მოხდა…” – ეკა კუპატაძე
- ნიუ-იორკის აეროპორტში სამგზავრო თვითმფრინავი შეეჯახა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებას
- ისრაელმა თეირანში იერიშის ახალი ტალღა დაიწყო
