მარტივი და გემრიელი ოჯახური კერძი თქვენი სააღდგომო სუფრისთვის
ინგრედიენტები
- ხორცი - 600 გ
- ხახვი - 2-3 ც
- ზეთი - 5-6 სკ
- მარილი - 1 ჩკ
- შავი პილპილი - გემოვნებით
- დაფნის ფოთოლი - 2 ც
- წყალი - 500 მლ (150 მლ ხორცისთვის, 350 - კარტოფილისთვის)
- კარტოფილი - 1 კგ
- ნიორი - 3-4 კბილი
- კარაქი - 1 სკ
- მწვანე ხახვი - სურვილისამებრ
- კეფირი - 130 მლ
- მარილი - 1/3 ჩკ
- სოდა - 1/2 ჩკ
- ლიმონის წვენი - 1/3 ჩკ
- ფქვილი - 150 გ
ხახვი დაჭერით ალყა-ალყად. ქვაბი დადგით ცეცხლზე, დაასხით ზეთი და გადაიტანეთ ხახვი. რამდენიმე წუთში დაუმატეთ დაჭრილი ხორციც (უმჯობესია საქონლის ან ხბოსი). რამდენიმე წუთში დაუმატეთ მარილი, შავი პილპილი და ხორცის სუნელები.
შემდეგ დაუმატეთ წყალი, ქვაბს თავი დაახურეთ და დატოვეთ სანამ ხორცი მოიხარშება.
კარტოფილი დაჭერით კუბიკებად, გადაიტანეთ ქვაბში, მოაყარეთ მარილი, 2 დაფნის ფოთოლი და წყალი. დატოვეთ საშუალო ცეცხლზე.
პატარა ჯამში ერთმანეთს შეურიეთ კეფირი, მარილი, სოდა, ლიმონის წვენი. ბოლოს დაუმატეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი. ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები. გადააფარეთ ჩაის ტილო და დააყოვნეთ რამდენიმე წუთით.
ცომის გუნდები თავზე მოაწყვეთ კარტოფილს და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე 15-20 წუთით.
გამდნარ კარაქს დაუმატეთ დაჭყლეტილი ნიორი და კამა. ეს მასა გადაუსვით კარტოფილსა და ცომის გუნდებს. ერთ დიდ თეფშზე გაადაიტანეთ ხორცი, კარტოფილი და გამომცხვარი ბურთულები.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
