სპაგეტი პომიდვრით - "ორი ერთში"
ინგრედიენტები
- სპაგეტი - 300 გ
- ჩერი პომიდორი - 400 გ
- ლიმონის ცედრა და წვენი - 1 ცალი
- ზეითუნის ზეთი - 50 მლ
- ქიშმიში - 50 გ
- დარიჩინის ჩხირი - 1 ცალი
- ორეგანო (თავშავა) - 2 ღერი
- სალათი რუკოლა - 1 კონა
- მარილი და პილპილი - გემოვნებით
მოათავსეთ სპაგეტი ღრმა ტაფაში, დაუმატეთ პომიდორი ჩერი, დარიჩინი, ლიმონის ცედრა და წვენი, ზეთი, ქიშმიში, ბაზილიკი.
დაასხით 750 მლ ადუღებული წყალი. აადუღეთ და დაუკელით ცეცხლს. ხარშეთ 15 წუთი. პერიოდულად ურიეთ. დაუმატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი.
გადმოდგით ცეცხლიდან, ამოიღეთ სპაგეტიდან დარიჩინის ჩხირი და სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ რუკოლად და ბაზილიკი.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
