საოცარი შოკოლადის ტორტი ბლინითა და არაჟნის კრემით ცხობის გარეშე
ინგრედიენტები
- არაჟანი - 700 გ
- წყალი - 100 მლ
- ჟელატინი - 15 გ
- შაქრის ფხვნილი - 120 გ
- სასურველი ხილი (ატამი, მარწყვი, კივი, გარგარი, კენკრა...)
- რძე - 300 მლ
- წყალი - 200 მლ
- კაკაო - 20 გ
- კვერცხი - 2 ც
- შაქარი - 2 სკ
- ფქვილი - 180 გ
- მარილი - 1/3 ჩკ
- ზეთი - 2 სკ
დაიწყეთ ბლინების მომზადებით. კვერცხი, შაქარი, მარილი და ვანილი ათქვიფეთ. დაუმატეთ რძე და წყალი. შემდეგ - კაკაო და კვლავ ათქვიფეთ. შეათქვიფეთ ფქვილიც. ბოლოს კი ზეთი დაუმატეთ.
გამოაცხვეთ ბლინები ცხიმწასმულ ტაფაზე ორივე მხრიდან.
სასურველი ხილი დაჭერით.
ჟელატინი წყალში დაალბეთ. არაჟანს დაუმატეთ შაქრის ფხვნილი. შემდეგ დაუმატეთ გამდნარი ჟელატინიც და ამოურიეთ.
ჭიქაში ჩააფინეთ ბლინი, მოათავსეთ 2-3 სკ კრემი და ხილი. ეს იქნება ბლინის „ტომრები“.
ტორტის ფორმაში ჩააფინეთ სამზარეულოს ცელოფანი. შიგნით მოათავსეთ ერთი ბლინი. მოათავსეთ იმ რაოდენობის კრემი, რომ ზედაპირი დაიფაროს. მასში ჩააწყვეთ ბლინის „ტომრები“. თავზე კიდევ მოასხით კრემი, მოაყარეთ ხილი, კვლავ ხილი მოასხით და ბოლოს ბლინი მოათავსეთ. სამზარეულოს ცელოფნით თავიც დაუფარეთ ტორტს და შედგით მაცივარში 4 საათით ან მთელი ღამით.
უგემრიელესი შოკოლადის ტორტი მზად არის, გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- “როდესაც შენ, კონკრეტული პოლიტიკური პარტიის ლიდერისგან ქირაობ რეზიდენციას და ამის შემდეგ გამოდიხარ ამ პოლიტიკური პარტიის გულმხურვალე მხარდამჭერად, აქ კითხვები ერთიორად მძაფრდება” - ირაკლი კობახიძე გერმანიის ელჩზე
- “საზოგადოებას აქვს სრული უფლება, იცოდეს ყველა დეტალი ამ გარიგების, როდესაც უცხო ქვეყნის ელჩი, რომელიც ვხედავთ, რომ გამოირჩევა ოპოზიციის ქომაგობითა და მხარდაჭერით” - შალვა პაპუაშვილი ფიშერის მიერ ხაზარაძის სახლის დაქირავებაზე
- შოვის ტრაგედიიდან ორი წელი გავიდა
- ბერძნული სალათა
- “მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, შესაბამის რეგიონებში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავის განლაგების ბრძანება გავეცი” - ტრამპი