ისპანახის ფხალი შაშკვლავით
ინგრედიენტები
- ისპანახი - 1 კგ
- ნიგოზი - 250 გ
- ქინძი - 1/2 კონა
- ოხრახუში - 0,5 კონა
- შაშკვლავი - 0,5 კონა
- ნიორი - 2 კბილი
- უცხო სუნელი - 1 ჩ/კ
- ზაფრანა - 1 ჩ/კ
- ქინძის თესლი - 1 ჩ/კ
- ხახვი - 1 თავი
- თეთრი ღვინის ძმარი - 30 მლ
- მარილი
- დაფქვილი წითელი წიწაკა
ისპანახის გარეცხილი ფოთლები მდუღარე წყალში მოვწალოთ. ამოვიღოთ საწურზე, გავაცივოთ და გავწუროთ.
შემდეგ ხის დაფაზე დავკეპოთ დანით. ნიგოზი, მწვანილები, ხახვი და ნიორი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
შემდეგ დავუმატოთ სუნელები, მარილი და ძმარი, შევურიოთ დაკეპილი ისპანახი და ხელით კარგად ავზილოთ.
გემრიელად მიირთვით!
სიახლეები
- ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებულ კრებაზე საქართველოს 142-ე პატრიარქი აირჩიეს
- ,,დღეს ისტორიული მოვლენის წინაშე ვდგავართ, ყოვლადწმინდა სამების ამ დიდებულ ტაძარში შეკრებილნი სრულად ვართ მინდობილნი ღვთის განგებულებას"- მეუფე შიო
- ,,ღვთის განგებას ვერ გადავწყვეტ, როგორც უფალი განაგებს ისე იქნება"- მეუფე იოანე
- ,,მშვიდობა იზეიმებს და საქართველო გაიმარჯვებს" - მეუფე გრიგოლი
- სამეგრელოში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს
